რუს პოლიტიკოსთა განცხადებები, რომლებიც, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული შედეგის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის პროცესის შესაძლო აღდგენას მიესალმებიან ოს სეპარატისტთა შეშფოთებას იწვევს.
"ეხო კავკაზას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები შიშობენ, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის შესაძლოა რაღაც გარიგებას ჰქონდეს ადგილი, რომლის შედეგადაც რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას დათმობს. თუმცა სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი მოსაზრება მხოლოდ მოსახლეობაში მუსირებს, ხოლო რაც შეეხება ცხინვალის რეგიონის ე.წ. საექსპერტო საზოგადოებას ისინი ამ საკითხზე სულ სხვა აზრის არიან.
ვიაჩესლავ გობოზოვი, პარტია "ფიდირბასტა"-ს ლიდერი: მიმაჩნია, რომ არავითარი ცვლილება რუსეთის პოლიტიკისა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართებაში არ იქნება. რომც იყოს გარკვეული ეიფორია რუსეთის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ეს ეიფორია მალე გაივლის, როდესაც ახალი "ქართული ოცნება" რეალური ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს როგორც საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი.
ირინა გაგლოევა, მედიაცენრტ "ირ"-ის დირექტორი: ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ძალიან მყარია და მიმაჩნია, რომ მოცემულ ისტორიულ ეტაპზე სამხრეთ ოსეთის საქართველოსათვის "ჩაბარების" საფრთხე არ არის.
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენის დაპირება კი მორიგე მანტიაა, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ლიდერი თავს ვერ აარიდებს.
გენადი კოკოევი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი: რა თქმა უნდა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა მოსკოვის ამგვარი პოლიტიკა ნაკლებსავარაუდოა იმიტომაც, რომ ასეთ შემთხვევაში მოსკოვმა უნდა აღიაროს თავისი ბრალეულობა 2008 წლის კონფლიქტში, თავისი არასწორი პოზიცია და ზოგადად ამ კონფლიქტში მთელი თავისი საქციელის არაკორექტულობა. მათ შორის არის რა თქმა უნდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი., რუსული ბაზების განთავსების საკითხი.
ხოლო რაც შეეხება ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებელი მოსახლეობის შიშს, კოკოევი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაში უკვე წლებია ჩამოყალიბებული მოსაზრება - "რაც უფრო ცუდია საქართველოს ხელისუფლება მით უფრო კარგია ეს სამხრეთ ოსეთისათვის და აფხაზეთისათვის და თუკი ჰიპოთეტიკურად მაინც წარმოვიდგენთ, რომ არსებობს ერთგვარი შეთანხმება ივანიშვილსა და მოსკოვს შორის ამ შემთხვევაში რუსეთის ზარალი არაადეკვატური იქნება იმ ბონუსებთან შედარებით, რომელსაც იგი დაკარგავს.