ავსტრალიის ხელისუფლებამ 7 დღე მისცა ირანის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად, მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულა სიდნეისა და მელბურნიში ანტისემიტურ თავდასხმებში მონაწილეობაში.
პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზეს განცხადებით, ავსტრალიის სადაზვერო სამსახურს აქვს სარწმუნო ცნობა, რომ სწორედ ირანია გასული წლის ოქტომბერში სიდნეში კაფეში და დეკემბერში მელბურნის სინაგოგასთან გაჩენილ ხანძართან კავშირში.
ალბანეზეს თქმით, ორივე ინციდენტი იყო სოციალური ერთიანობის შელახვისა და ავსტრალიის საზოგადოებაში უთანხმოების დათესვის მცდელობა.
კანბერამ ირანის ელჩ აჰმად სადეღის და საელჩოს კიდევ სამ თანამდებობის პირს უბრძანა ავსტრალიის დატოვება. მანამდე კანბერამ თეირავიდან საკუთარი დიპლომატები გაიხმო.
ირანი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს.
დაზვერვის სამსახურმა ასევე დაადგინეს, რომ ირანი, სავარაუდოდ, ავსტრალიაში სხვა ანტისემიტური ინციდენტების უკანაც დგას, როდესაც თავდასხმები მოხდა ებრაულ სკოლებზე, სახლებზე, მანქანებსა და სინაგოგებზე.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა განაცხადა, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ავსტრალიამ ელჩი გააძევა.
ვონგმა განაცხადა, რომ ავსტრალია გააგრძელებს თეირანთან გარკვეული დიპლომატიური ხაზების შენარჩუნებას, მაგრამ პერსონალის უსაფრთხოების მიზნით შეაჩერა ირანში საელჩოს საქმიანობა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კანბერა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.
ისრაელის საელჩო კანბერაში მიესალმა ირანის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს.