სამშაბათს, 26 აგვისტოს, ისრაელი მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
აქციის მონაწილეები ჰამასის ტერორისტებისგან მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ღაზის სექტორში ომის დასრულებას მოითხოვენ.
დილიდან დემონსტრანტებმა ქვეყნის მასშტაბით მრავალი გზა გადაკეტეს, მათ შორის მოახერხეს თელ-ავივის მახლობლად აიალონის გზატკეცილის დროებით გადაკეტვა.
ადგილობრივი მედიის ცნობთ, დემონსტრანტებმა აშშ-ის საელჩოს წინ აღმართეს ბანერი 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ისრაელელების გამოსახულებით.
ამასთან, მომიტინგეებმა თელ-ავივის ჩრდილოეთით ავტომობილის საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს.
მძევლების ნათესავების ფორუმმა მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას, შეუერთდნენ „მასორივი სამოქალაქო სოლიდარობის დღეს“.
საღამოსთვის დაგეგმილია მასშტაბური დემონსტრაცია თელ-ავივის ცენტრში