21 ოქტომბერს რუსეთმა შესაძლოა ორი Су-30-ის ტიპის გამანადგურებელი დაკარგა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კალინინგრადის ოლქში პირველი მათგანის ჩამოვარდნის შესახებ განაცხადა.
უწყების ცნობით, გამანადურებელი გეგმური სასწავლო ფრენის დროს, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
მათივე ინფორმაციით, გამანადგურებლის ორივე პილოტმა კატაპულტირება მოახდინა, გადარჩნენ და ევაკუირებულები არიან; მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მოგვიანებით, ომის მომხრე რუსმა ბლოგერმა კირილ ფედოროვმა თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა Су-30-ის ფოტო წარწერით: "ეს რა წყეული დღეა. ორი თვითმფრინავი. ჩვენ გადავრჩებით!"
რუსეთის საჰაერო ძალებთან აფილირებულმა არხებმა Fighterbomber-მა და Voevoda Broadcasts-მა ასევე გამოაქვეყნეს ცნობები მეორე გამანადგურებლის ჩამოვარდნის შესახებ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეორე გამანადგურებლის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.