კომპანია "ბლოკ-ჯორჯიამ" 2007-2009 წლებში განხორციელებული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინა.
ანგარიშის პრეზენტაციაზე, რომელიც სასტუმრო "თორში" გაიმართა, კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა გელა გოლიშვილმა მოწვეულ სტუმრებს თბილისის მე-4 საავადმყოფოსა და მე-5 სამშობიარო სახლში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგები გააცნო.
გოგიშვილის განცხადებით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში კეთილმოეწყო შესაბამისად, საოპერაციო და სამშობიარო ბლოკები, განახლდა ლაბორატორია, რამაც სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება გამოიწვია და გასულ წლებთან შედარებით, პაციენტთა სიკვდილიანობამაც იკლო.
ამასთან, მისივე თქმით, მედპერსონალისთვის დროულად გაიცემა ხელფასებიც.
"ბლოკ-ჯორჯიას" ხელმძღვანელობა ერთ-ერთ მთავარ მიღწევად სამედიცინო პერსონალის გადამზადებასაც ასახელებს.