"ბლოკ-ჯორჯია" 100 ახალი საავადმყოფოს ფაქტობრივად ჩავარდნილი პროექტის განხორციელების გაგრძელებას მარტიდან ვარაუდობს.
როგორც ჟურნალისტებს კომპანიის სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელმა ვახტანგ ჯანაშვილმა განუცხადა, კლინიკების მშენებლობის გაგრძელებისთვის საქართველოში თანხები ჩეხეთიდან მარტის თვიდან გადმოირიცხება.
"პროექტის განხორციელება ჩეხურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული. ჩეხეთიდან კი, თანხმების გადმორიცხვას მარტიდან ველოდებით, რის შემდეგაც კლინიკების მშენებლობა ეტაპობრივად დაიწყება", - განაცხადა ჯანაშვილმა, რომლის განმარტებითაც, კომპანია წლის ბოლომდე 15 ახალი საავადმყოფოს მშენებლობის დაწყებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ "100 ახალი საავადმყოფოს" პროექტი ძველი კლინიკების ნგრევას და 24 ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობას ითვალისწინებს.