დღეს, 4 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, რამაზ ნიკოლაიშვილი სოფელ იგოეთში ჩავლენ და მდინარე ლეხურაზე მშენებარე ხიდს ადგილზე დააკვირდებიან.
აღნიშნულ მონაკვეთზე, 2009 წლის 23 ნოემბერს დასრულდა ორივე მიმართულებით 25 კმ. გზის მოდერნიზაცია ცემენტო-ბეტონის საფარის გამოყენებით, ხოლო მარჯვენა მიმართულებით იგოეთის ესტაკადისა და მდ. ლეხურაზე ხიდის მშენებლობა. შეიკრა ნატახტარიდან ქ. გორის შესასვლელამდე 80 კმ საავტომობილო გზა. ამჟამად, მიმდინარეობს მარცხენა მიმართულებით იგოეთის ესტაკადისა და მდ. ლეხურაზე ხიდის ბურჯების მშენებლობა.