.ეკონომიკის სამინისტრო პოტენციურ ინვესტორებს სიახლეს სთავაზობს.
სამინისტროში მზადდება საქმიანი წინადადებებისა და პროექტების ერთიანი ბაზა.
"პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებისა თუ პრეზენტაციების დროს, გარდა იმისა, რომ ვცდილობთ, მათ დაინტერესებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებითა და უძრავი ქონებით, ვცდილობთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ ასევე ქართული კომპანიების ბიზნეს-პროექტებზეც, რათა მათ უცხოეთში ბიზნეს-პარტნიორების მოძიება შეძლონ"- აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
2010 წელს ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, ქვეყანა მილიარდ 200 მილიონი დოლარის შემოსვლას ელოდება, რაც 2009 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელზე 25 პროცენტით მეტია.