ეკონომიკის სამინისტრო "ფოსტის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობას ასრულებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ახალაიამ განმარტა, კანონპროექტი შემუშავების სტადიაშია, რომელიც მსოფლიო საფოსტო კავშირის წესდებასთან იქნება შესაბამისობაში.
ახალაიას განმარტებით, კანონმდებლობით დარეგულირდება და შეიქმნება ერთიანი ეროვნული ოპერატორი, რომელიც მთელს ქვეყანას დაფარავს და ექნება ნებისმერი ტრანზაქციის შესაძლებლობა.
ახალაია აცხადებს, რომ ერთიანი ეროვნული ოპერატორის სტატუსი შესაძლოა კერძო საფოსტო კომპანიასაც მიენიჭოს, თუ კი ის არსებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი საქართველოს გარდა კიდევ 150-მდე სახელმწიფოა და მის წევრს ქვეყნებს საფოსტო კავშირის განხორციელება უპრობლემოდ შეუძლიათ და გაერთიანების წევრ სახელმწიფოებთან ცალკეული ხელშეკრულებების გაფორმება საჭირო აღარ არის.