ცხინვალის რეგიონში 18 სექტემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს ელიან. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერ ლეონიდ თიბილოვთან დღეს გამართულ თათბირზე წარმომადგენელმა ე.წ. პოსტკოფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"18 სექტემბერს ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ჩამოსვლას ველით",_ განაცხადა ჯიოევმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ცხინვალის რეგიონში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები მიმდინარე წლის 18 ივლისს იმყოფებოდნენ.