უკრაინა არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას. ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტრე პოროშენკომ "კომერსანტთან" საუბარში გააკეთა.
"არ ვუშვებ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას იმიტომ რომ ეს საერთაშორისო სამართლის საბაზისო პრინციპებს ეწინააღმდეგება",_ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
"პოზიცია აბსოლუტურად მკაფიო და გასაგებია. უკრაინამ არც კოსოვო დამოუკიდებლობა აღიარა და მიიჩნევს, რომ ასეთი აღიარებისათვის საფუძველი არ არსებობს. არგუმენტაციოა ისეთივეამ რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში",_ აცხადებს პოროშენკო.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ოპოზიციური რეგიონების პარტიის ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მოუწოდა უკრაინას რუსეთის მსგავსად ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხოლო პრემიერ მინისტრმა იულია ტიმოშენკომ თავი შეიკავა რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიტის შეფასებისგან.