შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა არ შედგება, ამას შესაძლოა რუსეთისთვის "ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს".
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ თუ საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში არ მიაღწევს, მას "ძალიან მტკიცედ მოუწევს ჩარევა".
"შესაძლოა ძალიან დიდი შედეგები მოჰყვეს, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. შესაძლოა ძალიან დიდი შედეგები მოჰყვეს, რადგან ეს ისეთი რამაა, რაც უნდა დასრულდეს“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპმის თქმით, მას სურს, რომ პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს მის გარეშე შეხვდნენ, თუმცარ არც მონაწილეობა გამორიცხა.
"თუ იქ ყოფნა დამჭირდება, იქ ვიქნები და ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან არა".
"მაგრამ მე ჯერ მათი შეხვედრა მინდა. მათ სურთ, რომ მე იქ ვიყო. შეიძლება იქ ვიყო, შეიძლება არა. ვნახოთ", - დასძინა მან.