სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ბიზნესმენებისა და ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი თემა იყო დღგ-ის დაბრუნების საკითხი.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც ბიზნესისთვის დამატებით 35 მლნ ლარის დაბრუნება მოხდა ერთ თვეში.
საერთო ჯამში, 2009 წელს ბიზნესისთვის უკან დაბრუნებულმა თანხამ 171,7 მლნ ლარი შეადგინა, რითაც კერძო სექტორს გაცილებით მეტი სახსრები გაუჩნდა.
გარდა ამისა, 2009 წლის ბოლოს დღგ-ის მთლიანმა შემოსავლამა 26 მლნ ლარი შეადგინა, რომელიც მიმართულ იქნა საგადასახადო დაბრუნების ფონდში.