ბიზნესასოციციაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი შეიქმნა, _ ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ბიზნესმენებისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრაზე განაცხადა.
ჭირაქაძის განმარტავს, რომ საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი უშუალოდ ითანაშრომლებს ფინანსთა სამინისტროსთან, ხოლო მის ნაცვლად დავების საბჭოში ექსპერტი დავით კოღუაშვილი იქნება წარმოდგენილი და ჭირაქაძის სახელით გადაწყვეტილებებსაც მიიღებს.
პრეზიდენტის ინიციატივით, 2010 წლიდან საგადასახადო დავების საბჭოში ბიზნესიც შევიდა და 1-ლი იანვრიდან საბჭოს წევრები გახდნენ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე და სამრეწველო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი.