საგადასახადო და საბაჟო კოდექსები გაერთიანდება. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა სასტუმრო "შEრატონ მეტეხი პალასში" ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გააკეთა.
ბაინდურაშვილის განცხადებით, გაერთიანებული საგადასახო კოდექსის ფარგლებში საბაჟო, როგორც ცალკე უწყება აღარ იარსებებს და ყველაფრის ადმინისტრირებას ერთიანი შესავლების სამსახური განახორციელებს.
"მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომ საგადასახადო და საბაჟო კოდექსები გაერთიანდება და ამ კოდექსებში არსებული ზოგიერთი მუხლი აღარ განმეორდება. გაერთიანება ხელისშემწყობი პირობა იქნება, როგორც იმპორტიორი, ისე ადგილობრივი მეწარმეებისთვის, თუმცა ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობით სამომავლოდ მრავალ ახალ სიახლეზე ვიმუშვავებთ", - განაცხადა ბაინდურაშვილმა.