დღეს, 2 თებერვალს, 10:45 საათზე, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს პრეზიდენტის ეკონომიკური ინიციატივების შედეგებს გააცნობს.