"ალიანსი საქართველოსთვის" არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაზაფხულზე დაგეგმილ საპროტესტო აქციების მორიგ ტალღას არ შეუერთდება.
როგორც ალიანსის წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, აქციების გამართვა ალიანსის მიზანს და გეგმებს არ წარმოადგენს.
"წინასწარ დაგეგმილ აჯანყებებში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეს არჩევნების გვერდზე გადადება იქნებოდა", - განაცხადა ჩიხრაძემ.
მისი განმარტებით, ალიანსი მთელი ძალითა და რესურსით დროს მხოლოდ დაგეგმილი არჩევნებისთვის სათანადო მომზადებას დაუთმობს.
"არჩევნები ერთადერთი გზაა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად. თუ აქციების საჭირო გახდა, ამაზე შემდეგ, შედეგების სამართლიანობის დასაცავად ვილაპარაკოთ", - განმარტა მან.