უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ იანუკოვიჩმა თანაპარტიელ ქალს სცემა.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, "რეგიონების პარტიის" ლიდერმა ანა გერმანს სილა მხოლოდ იმის გამო გააწნა, რომ ამ უკანასკნელმა იანუკოვიჩის ნაცვლად იულია ტიმოშენკოსთან ტელედებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
"დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ანა გერმანმა თავი ვერ შეიკავა და წაიქცა", - წერს უკრაინული მედია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს ვიქტორ იანუკოვიჩსა და იულია ტიმოშენკოს დღეს ტელედებატები აქვთ.