პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ "დამატებითი რაღაც დოკუმენტების შექმნით, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის და ანექსიის რეალობა არ იცვლება.~ ეს განცხადება დარჩიაშვილმა ლავროვის და ჯიოევის მიერ დღეს გაფორმებული დოკუმენტის კომენტარისას გააკეთა.
მოსკოვსა და ცხინვალს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც რუსეთის მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ხოლო ცხივნალის მხრიდან - დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მურატ ჯიოევმა. ხელმოწერა მოსკოვში დღეს გაიმართა.
უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმების მიხედვით, "სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები იმოქმედებს რუსეთის ტერიტორიაზეც".
როგორც დარჩიაშვილი აცხადებს, რუსეთმა რაც არ უნდა ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის იმიტაცია მოახდინოს, იმ რეალობას ვერ შეცვლის, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია.
`ამის მთავარი მახასიათებული კი ამ ტერიტორიებზე მყოფი რუსული ჯარი და რუსული პასპორტებია,~ - აცხადებს დარჩიაშვილი და დასძენს, რომ `ამის შემდეგ კიდევ რა დამატებითი დოკუმენტები შეიქმნება, ფაქტობრივი ანექსიის ძირითადი არსი მაინც არ იცვლება და მათ უბრალოდ, დამატებითი ელემენტები და კომპონენტები ემატება.~
თუმცა. იმედოვნებს, რომ `ყველა ასეთი ფაქტი, როდესაც რუსეთი საერთაშორისო სამართლის იგნორირებას ახდენს, გროვდება, ერთმანეთს ემატება. ეს კი, ადრე თუი გვიან, რუსეთზე აუცილებლად ნეგატიურად იმოქმედებს.~