ოფიციალურმა ჩინეთმა პენტაგონთან სამხედრო კავშირების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. აღნიშნულის მიზეზად ვაშინგტონის მიერ ტაივანისთვის 6,4 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვის განზრახვა დაასახელა.
"მიუხედავად ჩინეთის არაერთი პროტესტისა ამერიკულმა მხარემ მიიღო მცდარი გადაწყვეტილება ტაივანისთვის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვხატავთ აღშფოთებას და აღნიშნულთან დაკავშირებით სერიოზულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ" - ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ ამერიკული მხარის გადაწყვეტილება არის ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და ასევე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
საგარეო მინისტრის იან ცძეჩის განცხადებით, აშშ-მ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეცვალოს თავისი მცდარი გადაწყვეტილება.
უნდა აღინიშნოს, რომ პეკინმა უკვე გადასცა პროტესტის ნოტა ჩინეთში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯონ ჰანტსმენს, სადაც ჩამოთვლილია არამეგობრული ქმედებების საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებები.
უპირველეს ყოვლისა, პეკინი პენტაგონთან სამხედრო ურთიერთობების გაყინვაზე საუბრობს. პოლიტიკური ღონისძიებების გარდა გაკეთდა განცხადება, უპრეცენდენტო საქციების შესახებ იმ ამერიკული კომპანიების მიმართ, რომლებიც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობენ. სანქციები შეეხებათ Bოეინგ-ს, Uნიტედ თეცჰნოლოგიეს-ს და Lოცკჰეედ Mარტინ-ს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულით ჩინეთი ცდილობს მოახდინოს აშშ-სთვის ირანის წინააღმდეგ გასატარებელ სანქციებში მონაწილეობაზე უარის დემონსტრირება, მით უფრო იმ ვითარებაში როცა ირანი ჩინეთისთვის ენერგეტიკული რესურსების მთავარი მიმწოდებელია.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ჩინეთს არ სურს ურთიერთობების გართულება მისთვის ნავთობის ყველაზე დიდი მიმწოდებლისთვის და ამ ფაქტორის გათვალისწინებით არ უჭერს მხარს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას.
კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ხელისუფლებაში კარგად ესმით, რომ ახალი სანქციები შესაძლებელია კონტრპროდუქტიული გამოდგეს ჩინეთისთვის, თუმცა ასეთ ვითარებაში აუცილებელია გრძელვადიან შედეგებზე ფიქრი.