“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ძალა დღეს ჩვენი ახალგაზრდები არიან - ამ უშიშარი, პატრიოტი ახალგაზრდების დისკრედიტაციის მცდელობა იმის დასტურია, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად იდეალისტების ეშინია, - ამის შესახებ სოციალურქსელში წერს „ერთიანი ნაციონალური მძრაობის“ თავმკჯდომარე თინა ბოკუჩავა.
„ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარი ძალა დღეს ჩვენი ახალგაზრდები არიან - ლევან სანიკიძე, იგორ ნარმანია, ირაკლი ფავლენიშვილი და ბევრი მათი მეგობარი და თანამებრძოლი, რომელიც მუდამ ბრძოლის წინა ხაზზე დგას. ამ უშიშარი, პატრიოტი, იდეალისტი ახალგაზრდების დისკრედიტაციის მცდელობა (კიდევ კარგი ბეწვზე გადარჩენილ იგორ ნარმანიას, რომელიც თავის არეში მძიმე დაზიანებით იწვა, არ მოკითხეს 4-ის ღამეს სად იყავიო) სწორედ იმის დასტურია, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად იდეალისტების ეშინია. ნებისმიერი, ვინც ივანიშვილს ამ ბინძურ საქმეში ეხმარება ნებსით თუ უნებლიედ, ლევან სანიკიძეს კი არ მტრობს პიროვნულად, მტრობს ქვეყანას და ქვეყნის მომავალს, რომელიც ზუსტად ამ ახალგაზრდებმა უნდა ააშენონ. მეამაყებით და ზუსტად ვიცი, ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!“ - წერს ბოკუჩავა.