ოპეკის "კალათის" ფასი შემცირდა. კერძოდ, 2010 წლის 29 იანვრის მდგომარეობით ოპეკის "კალათის" ფასი შემცირდა 0,39 დოლარით და ოფიციალურად შეადგინა 71,01 დოლარი/ბარელზე.
აღსანიშნავია, რომ ოპეკის "კალათის" ფასი მ/წლის 14 იანვრიდან მოყოლებული მუდმივად მცირდება.
ცნობისათვის, ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულ მაჩვენებელს შეადგენს 140,73 დოლარი/ბარელზე, რომელიც დაფიქსირდა 2008 წლის 3 ივლისს.