2009 წელს აშშ-ში ერთ-ერთი მსხვილი ნავთობისა და გაზის კომპანია "Chevron Corp"-ის სუფთა მოგება შემცირდა 56 პროცენტით 10,48 მილიარდ დოლარამდე 2008 წლის 23,9 მილიარდ დოლართან შედარებით, ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშში.
2009 წელს "ჩჰევრონ"-ის საერთო შემოსავალი შემცირდა 37 პროცენტით 171,6 მილიარდ დოლარამდე. მოგება გადასახადების გადახდამდე შემცირდა ორჯერ 18,5 მილიარდ დოლარამდე.
გასული წლის IV კვარტალში Chevron-ის სუფთა მოგებამ შეადგინა 3,07 მლრდ დოლარი, რაც 37,3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. შემოსავალი აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა 8 პროცენტით 48,7 მლრდ დოლარამდე.
კომპანია ,,Chevron Corp." სიდიდით მეორე ინტეგრირებული ნავთობისა და გაზის კომპანიაა შეერთებულ შტატებში. ის ახორციელებს ნედლეულის დაზვერვასა და მოპოვებას, ნავთობის გადამუშავებას, ასევე ფლობს გასამართი სადგურების ქსელს ამერიკასა და სხვა ქვეყნებში. Chevron Corp."-ის დამტკიცებული მარაგები შეადგენს 11,2 მლრდ ბარელს სანავთობო ექვივალენტში, ხოლო დღე-ღამური მოპოვება - 2,5 მლნ ბარელს.