ესპანეთის სუპერთასის გათამაშების პირველი შეხვედრა "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა. კატალონიურმა გრანდმა მადრიდის "რეალი" 3:2 დაამარცხა.
პირველი გოლი მატჩის 55-ე წუთზე რონალდომ გაიტანა და სამეფო კლუბი დააწინაურა. პორტუგალიელის გოლს ზუსტად ერთ წუთში მაქსი როდრიგესის შედეგიანი დარტყმა მოჰყვა.
მასპინძლები 70-ე წუთზე მესის თერთმეტმეტრიანი დარტყმით დაწინაურდნენ. მადრიდელთა კარში მესამე გოლის ავტორი ხავი გახდა. შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, ვალდესის შეცდომით "რეალმა" ისარგებლა და დიმარიამ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.
კლუბებს შორის განმეორებითი შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე 29 აგვისტოს შედგება.