საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა "ევრობასკეტ 2013"-ს შესარჩევ ციკლში, ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები ანგარიშით 96:95. დაამარცხა.
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები 20 ქულით დაწინაურდა. თუმცა მეორე ტაიმში ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
მატჩის მესამე პერიოდში ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებმა ანგარიში 1 ქულამდე შეამცირა. მატჩის ბოლო წამებზე მათ ქართველი კალათბურთელების შეცდომა ვერ გამოიყენეს და მატჩი საქართველოს ნაკრებმა მოიგო.
"ევრობასკეტ 2013"-ს D ჯგუფში საქართველომ მეორე გამარჯვება მოიპოვა. პირველ მატჩში ჩვენმა კალათბურთელებმა რუმინეთს ნაკრები ანგარიშით 80:64 დაამარცხეს.