ფილიპინებში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს სამშობლოში სავარაუდოდ, 10 თებერვლისთვის ჩამოიყვანენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, მათ სამშობლოში დასაბრუნებლად ფილიპინებში რამდენიმე დღეში საგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ტაბატაძე გაემგზავრება.
"ეკიპაჟის საქართველოში დასაბრუნებლად ბილეთები სწორედ 10 თებერვლისთვის არის დაჟავშნული. იმედია, ამ პერიოდისთვის ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარება მოხდება", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მეზღვაურებს ფილიპინების მხარემ 15 იანვარს ყველა ბრალდება მოუხსნა.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 13 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ფილიპინებში 15 აგვისტოს დააკავეს.