თბილისის ბაზრობებისა და სუპერმარკეტების მოვაჭრეები დღეიდან მასობრივ გაფიცვას მოაწყობენ.
მოვაჭრეები იმ საგადასახადო ცვლილებს აპროტესტებენ, რომელიც მათ ყველა გაყიდულ პროდუქტზე სასაქონლო ზედნადებს ავალდებულებს.
კანონში ცვლილება ცოტა ხნის წინ განხორციელდა, ძალაში კი დღეიდან შევიდა.
აღსანიშნავია, რომ ახალი საგადასახადო ცვლილების თანახმად, თუ მოვაჭრე ყველა გაყიდულ საქონელზე სასაქონლო ზედნადებს არ დარიცხავს, პირველადი ჯარიმის სახით 1 000 ლარის, ყველა გამეორებით შემთხვევაში კი 10 000 ლარის გადახდა დაეკისრება.
აღსანიშნავია, რომ ახალი საგადასახადო ცვლილების საპროტესტოდ მოვაჭრეები ხვალ, 2 თებერვალს პარლამენტის შენობასთანაც შეიკრიბებიან და მიტინგს გამართავენ.