მოსკოვის ცენტრში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე 150-მდე მომიტინგე დააკავეს.
დაკავებულთა შორის იყვნენ ოპიზიციონერი პოლიტიკოსები ედუარდ ლიმონოვი და ბორის ნემცოვი. ასევე ადამიანის უფლებათა დამცველები ლერ პონომარიოვი და ოლეგ ორლოვი.
საპროტესტო აქცია ტრიუმფალურ მოედანზე კონსიტუციის 31-ე მუხლის დასაცავად გაიმართა, რომელიც მშვიდობიანი შეკრების, მიტინგებისა და მსვლელობების თავისუფლებას ითვალისწინებს.
აქციაში 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა. დაკავებულები მოგვიანებით გაათავისუფლეს. საბოლოო განაჩენს კი, სასამართლო 4 თებერვალს გამოიტანს.
აღსანიშნავია, რომ აქციის ორგანიზატორები მსგავსი ტიპის მიტინგების გამართვას იმ თვეებში გეგმავენ, რომელსაც 31 რიცხვი აქვს.