საქართელოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო და რუმინეთის ნაკრებს ანგარიშით 80:64 მოუგო.
რუმინელებმა საქართელოს ნაკრებს თავიდან დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. პირველი მეოთხედი საქართველომ 6 ქულით მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის ანგარიშით 44:39 იგებდა. გარდამტეხი აღმოჩნდა მატჩის მესამე მეოთხედი, რომელიც საქართველომ 16:10 მოიგო და გადამწყვეტი პერიოდის წინ ანგარიშით 60:49 დაწინაურდა.
შესარჩევი ტურის შემდგომ მატჩებს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 24 აგვისტოს - ლატვიასთან, 5 აგვისტოს - ბოსნიასთან, 11 აგვისტოს კი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებ გუნდთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობა სლოვენიაში 2013 წლის 4-22 სექტემბერს გაიმართება.