დღეს, 18 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს დაიწყებს. ქართველ სპორტსმენთა პირველი მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება, შემდეგ - ბოსნია-ჰერცოგოვინა, ლატვია და ჰოლანდია.
ტურნირის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრებმა რვა საკონტროლო მატჩი გამართა. აქედან ოთხში გაიმარჯვა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კალათბურთელები: გიორგი ცინცაძე, ჯეიკობ პულენი, მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, ლევან ფაცაცია, ანატოლი ბოისა, თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე, ნიკა მეტრეველი, გიორგი შერმადინი, რიჩარდ მათიაშვილი.
ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია ტრავმირებულია და, შესაძლოა, რუმინეთთან თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი, მომავალი წლის 4-22 სექტემბერს სლოვენიაში გაიმართება.