დღეს, 1-ელ თებერვალს, "მრგვალი მაგიდა" ტელეკომპანია "იმედის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს.
"მრგვალი მაგიდა" კვლავ გადაცემა "სიმართლის დროს" უპირისპირდება. "მრგვალი მაგიდის" წარმომადგენლების თქმით, ის სიბინძურე, რისი ეთერში გაშვებაც 2 თებერვალს იგეგმება, დაუშვებელი და მიუღებელია.
საქმე ეხება გადაცემა "სიმართლის დროის" სტუმრარს ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლეს სოფო ჩიკვილაძეს. გადაცემის ანონსის მიხედვით, სოფი ჩიკვილაძე ყოფილი მეუღლის შესახებ დღემდე უცნობ თვისებებზე საუბრობს.