დღეს, 1-ელ თებერვალს, საერთაშორისო პრესცენტრ "რია ნოვოსტის" ოფისში მოსკოვსა და თბილისს შორის კიდევ ერთი ვიდეო-ხიდი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "რია ნოვოსტიდან" აცნობეს, დისკუსია ჟენევის მოლაპარაკებათა მეცხრე რაუნდის შედეგებსა და აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე გაიმართება.
ქართული მხრიდან ვიდეო-ხიდში მონაწილოებას სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ხოლო რუსეთის მხრიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შემსწავლელი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ალექსეი ვლასოვი და რუსეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ფელიქს სტანევსკი მიიღებენ.
ვიდეო-ხიდი ~რია ნოვოსტის~ ოფისში 16:00 საათზე დაიწყება.