ახალციხეში მომავალ წელს ასი ათასი ვიზიტიორი ჩავა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალციხეში აღდგენილი რაბათის ციხის განხსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
"ჩემო მეგობრებო მე ხომ ვიცი, როგორი გაჭირვება არის, ძალიან დიდი გაჭირვებაა. ძალიან დიდი გაჭირვება იყო სიღნაღში, როდესაც დავიწყეთ, კიდევ არის, მაგრამ ხალხმა თვალებში გამოიხედა. ბათუმის აღდგენა რომ დავიწყეთ - ბათუმში ბევრგან არის დიდი გაჭირვება, მაგრამ ბევრგან ხალხმა გამოიხედა თვალებში. აქაც მე დარწმუნებული ვარ, აქ ასი კაცი თუ ამოდიოდა წელიწადში, დავდებ თავს და ვისაც გინდათ დაგენიძლავებით, შემდეგ წელს აქ მოვა ასი ათასი ვიზიტორი. ასი ათასი ტურისტი ამოვა და ამ ფულს დატოვებს ახალციხეში. თითოეული ახალციხელის ბიზნესში, კაფეში, სასტუმროში, საკვებ ობიექტებში და სოფლის მეურნეობაში.", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სურს პასუხის გაცემა იმათთვის ვინც აცხადებდა, რომ რაბათის ციხე არ უნდა აღდგენილიყო.
"ამიტომ მე მინდა გავცე პასუხი მათ ვინც იძახის რომ ეს ციხე არ უნდა აღგვედგინა. ბაგრატი არ უნდა აღგვედგინა. ეს იგივე ხალხია, ვისაც აქვს გრძელი სია დასანგრევი იბიექტების. შუშის ხიდი უნდა დაანგრიონ თურმე თბილისში. ახლა დღეს შარლ აზნავური იყო და პირგაღებული გამოვიდა, ამხელა რამეები აქვს ამ კაცს ნანახი და აბსოლუტურად შედევრიაო ეს შუშის ხიდი. ამის დანგრევა უნდათ. აგერ იუსტიციის სახლი გავხსენით, რამდენიმე დღის წინ იმის დანგრევა უნდათ. ქუთაისში პარლამენტის დანგრევა უნდათ და საკონცერტო დარბაზად უნდა გადააკეთონ. არადა ქუთაისში გვირვინია ეს პარლამენტი და ესეც არ მოსდით თვალში. დილიდან ვკითხულობ ამის ლანძღვას. დარწმუნებულიო ვარ, ვინც ამას ლანძღავს ერთხელ არ არის ნამყოფი აქ. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, სად იყო რაბათი. რა იყო ახალციხე. რუკაზე არ იციან სად არის ახალციხე. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიცოდით", - აღნიშნა საააკშვილმა.