ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. სოფელ დირბსა და სოფელ ბრეძაში სამუშაო დღეს დაიწყო. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, კეთდება სათავე ნაგებობები და წყალშემკრები საკნები. მოხდება სოფელში არსებული წყაროების შეკრება და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება. დაგეგმილია სოფლის ძირითადი უბნების წყლით მომარაგება და საუბნო ონკანების დამონტაჟება.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და შ.პ.ს. "რემშენი ბორჯომი" ასრულებს. წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტები უკვე განხორციელდა ქარელში და სოფელ ბრეთში.