ბარაკ ობამას ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ შეძლებს ჩინეთთან ტაივანისთვის იარაღის მორიგი პარტიის მიწოდების საკითხის დარეგულირებას.
ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თანაშემწემ ფილიპ კროულმა განაცხადა.
როგორც კროულმა აღნიშნა, ტაივანისთვის 6,4 მილიარდი დოლარის იარაღის მიწოდება შესაძლებელს გახდის "ჩვენი კურსის მხარდაჭერას რეგიონში სტაბილურობისთვის".
"ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ საკითხთან დაკლავშირებით ჩინეთს სხვა მოსაზრება აქვს. ჩინეთთან ჩვენი ფართო ურთიერთობების გათვალისწინებით ჩვენ დავარეგულირებთ ამ საკითხს, ისე, როგორც ეს არაერთხელ გაგვიკეთებია წარსულში", _ განაცხდაა ფილიპ კროულიმ.
უნდა აღინიშნოს, რომ ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხმა პეკინის მკვეთრად ნეგატიური პოზიცია გამოიწვია. ჩინეთი წლების განმავლობაში კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვაშინგტონის მიერ ტაივანისთვის თანამედროვე შეიარაღების მიწოდებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება ხელს უწყობს ტაივანის სეპარატისტულ მისწრაფებებს.
ამ ფონზე აშშ აგრძელებს 1979 წელს მიღებული კანონის "ტაივანთან ურთიერთობების შესახებ" საფუძველზე მოქმედებას.
კანონის თანახმად თეთრ სახლს ნაკისრი აქვს ვალდებულება, არა მხოლოდ მოამარაგოს, ოფიციალური ტაიბენი თავდაცვითი იარაღით, არამედ, დაიცვას ის, თუ ჩინეთი მის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს.
ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ პეკინის უპრეცენდენტო მუქარაზე, დასაჯოს ამერიკული კომპანიები. ასევე აღინიშნება, რომ ჩაშლის საფრთხისნ ქვეშაა მიმდინარე წელს ჩინეთში აშშ-ს თავდაცვის მდივნის, რობერტ გეიტსისა და შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ მალენის ვიზიტი.