საწარმოებში ვეტერინალური კონტროლის გამკაცრების მიზნით აჭარელ მეწარმებს ტრენინგები უტარდებათ.
"ვეტერინარული კონტროლი გარდამავალ პერიოდში" _ ამ სახელწოდების სემინარი მეწარმეებისთვის აჭარის სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურში უკვე გაიმართა.
ტრენინგი ვეტერინარული ზედამხედველობის სამმართველოს ინიციატივით ჩატარდა და მას ბათუმში მოღვაწე 50-მდე მეწარმე ესწრებოდა.
შეხვედრაზე საუბარი არაქარხნული წესით დამზადებული ცხოველის ხორცის დადაღვის წესს, ასევე ხორცისა და ხორცპროდუქტების გაუვნებლების საკითხს შეეხო. Gსემინარის ფარგლებში მეწარმეებს ინფორმაცია აგრარულ ბაზრებში, საწარმოებსა და მაღაზიებში არსებული ხორცის შენახვის მეთოდებზე, ლაბორატორიებისა და სამაცივრე კომბინატების ფუნქციონირების საკითხზე მიეწოდათ.