საქართველოს მოსახლეობას ყველაზე სერიოზულ პრობლემად ქვეყანაში უმუშევრობა მიაჩნია. ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდასაჭერად ევროპის საბჭომ საქართველოში კორუფციის აღქმის შესახებ გამოკითხვა ჩაატარა.
მთლიანობაში გამოიკითხა ათასი რესპოდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით და 800 სახემწიფო მოხელე. გამოკითხული მოსახლეობის 51,9 პროცენტმა უმთავრეს პრობლემად უმუშევრობა დაასახელა. 13,2 პროცენტს მიაჩნია, რომ პრობლემებს პოლიტიკური არასტაბილურობა ქმნის. 10,2 პროცეტის აზრით, პრობლემები ცხოვრების სიძვირიდან გამომდინარეობს, ხოლო 7 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრობლემებს ჯანდაცვის მომსახურეობის მაღალი ფასი იწვევს. 4,6 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს გამოწვეულია ცუდი მმართველობით და 3,3 პროცენტის აზრით სერიოზული პრობლემები ნარკოტიკების მოხმატრებითაა განპირობებული.
გამოკითხული მოსახლეობიდან მხოლოდ 46 პროცენტი აცხადებს, რომ ცხოვრების დონე საქართველოში ცუდ მდგომარეობაშია. 52,1 პროცენტის აზრით, საქართველოში ცხოვრების დონე შეიძლება საშუალოდ შეფასდეს, ხოლო გამოკითხული მოსახლეობის 1,9 პროცენტის აზრით, საქართველოში მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და კარგია.