საქართველოს ხელისუფლება მზადაა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სტიქიური უბედურებებით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად "მაქსიმალური დახმარება" გაუწიოს. ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.
"საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, ყოველგვარი ღონე იხმაროს, რათა გაუწიოს მაქსიმალური დახმარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას სტიქიური უბედურების დროს და მის მიერ გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად", - ნათქვამია დოკუმენტი.
მასში აღნიშნულია, რომ "საქართველოს მთავრობა აღნიშნულს განახორციელებს ქვეყანაში შესაბამისი სამთავრობო ინსტიტუციების შექმნის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელი ძალაუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისათვის ნეიტრალური სტატუსის მქონე ჩარჩო მექანიზმის შემუშავების, შესაბამისი საკოორდინაციო მექანიზმების განვითარებისა და მშვიდობის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების გზით".
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური დოკუმენტი _ "სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჩართულობა თანამშრომლობის გზით" _ საქართველოს მთავრობამ 27 იანვარს დაამტკიცა.