66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოთარ თუშიშვილმა, ოლიმპიადაზე მის პირველივე პაექრობაში წააგო უზბეკ იხტიორ ნავრუზოვთან. ქართველს რომ ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი მისცემოდა, მის დამმარცხებელს ფინალამდე უნდა გაეღწია. თუმცა, 23 წლის ბუხარელმა მოჭიდავემ ¼-ფინალში, გამოცდილ ინდოელ სუშილ კუმართან წააგო. ამდენად, პეკინის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მომპოვებელი თუშიშვილისთვის, ლონდონური თამაშები დამთავრდა.
მასალის გამოყენების პირობები