არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში აშშ–ს ოლიმპიურმა ნაკრებმა 100–მედლიან
ზღვარს გადააჭარბა და ბოლო დღეს მისი ასევე არაოფიციალური მიზანი ოქროს
მედლების 50–მდე დამრგვალება იქნება. საამისოდ "იანკებს" 6–ჯერ სჭირდებათ
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა. თითქოს ძნელი კია ასეთი შედეგის
ჩვენება, მაგრამ გუშინ სწორედ ასე მოიქცნენ რუსები. 11 აგვისტოს მოპოვებული
15 მედლიდან 6 ოქროსი იყო.
წარმატებული დღე გვქონდა ოლიმპიადაზე ქართველებსაც. თავისუფლად მოჭიდავეთა
ვერცხლ–ბრინჯაო ურიგო არაა, თუმცა მათში ოქროც რომ გამორეულიყო,არავის
გვეწყინებოდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, 120–კილოიანი დავით მოძმანაშვილი
უზბეკ არტურ ტაიმაზოვთან ფინალური ბრძოლისას უშანსოდ იყო. ჩვენებურს,
პირველი პერიოდის ბოლოს ფორტუნამ გაუღიმა, როცა მეტოქისთვის ფეხში წავლებით
მიეცა ქულის აღების შანსი, მაგრამ 2–გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეტოქემ,
აქეთ აართვა მომგებიანი ქულა.
ასევე ერთი ორთაბრძოლა წააგო 84 კგ წონით კატეგორიაში დავით მარსაგიშვილმა,
მაგრამ ეს 1/4–ფინალში იყო. მისი პუერტორიკოელი მძლეველი მოგვიანებით
ფინალში გავიდა და ყაზბეგელი ფალავანი ბრინჯაოს რეპეშაჟში შეიყოლა. იქ
ჩვენებურს ნიგერიელი მეტოქე ტრავმის გამო არ გამოუცხადდა, მედლისთვის
გადამწყვეტი პაექრობა კი ბელარუს სოსლან გაციევს მოუგო.
წარუმატებელი გამოდგა 60 კგ–ში მალხაზ ზარქუას ჭიდაობა. მან თავიდან
უკრაინელ ვასილ ფედორიშინს კი წაართვა მედლისთვის ბრძოლის შანსი, მაგრამ
1/4–ფინალში თავადაც დამარცხდა ამერიკელ სკოტთან. ამ უკანასკნელმა
აზერბაიჯანელ ასგაროვთან (ვინც ოქროს დაეუფლა) წააგო და ამდენად ქართველის
ბრინჯაოსთვის საჭიდაოდ გაყოლიება არ გამოუვიდა.
გუშინ ოლიმპიადაზე მოასპარეზე კიდევ ერთ "ქართველს" რაც შეეხება, იგი
პოლონელი სპორტულად მოსიარულე მაციეჟ როსიევიჩი იყო. მან 63 სპორტსმენში
44–ე შედეგი აჩვენა და მითი მისი "საპრიზო" ათეულის შესაძლებლობათა შესახებ
ფურცელზე დაწერილად დატოვა.
ქართველთა დღევანდელ იმედებს რაც შეეხება, ისინი საკმაოდ საფუძვლიანია.
ოთარ თუშიშვილიც და გიორგი გოგშელიძეც მხოლოდ მედლებისთვის ბრძოლას
აპირებენ. მათთან ერთად ჩვენც დიდი იმედი გვაქვს, რომ ძიუდოისტი ლაშა
შავდათუაშვილის მიერ ოქროთი დაწყებულ საქმეს, ქართველი მოჭიდავეებიც ამ
სინჯის მედლით დაამთავრებენ.
1 |
|
44 |
29 |
29 |
102 |
2 |
|
38 |
27 |
22 |
87 |
3 |
|
28 |
15 |
19 |
62 |
4 |
|
21 |
25 |
32 |
78 |
5 |
|
13 |
7 |
7 |
27 |
6 |
|
11 |
19 |
14 |
44 |
7 |
|
10 |
11 |
12 |
33 |
8 |
|
8 |
7 |
8 |
23 |
9 |
|
8 |
4 |
5 |
17 |
10 |
|
7 |
16 |
12 |
35 |
11 |
|
6 |
14 |
17 |
37 |
12 |
|
6 |
6 |
8 |
20 |
13 |
|
6 |
0 |
4 |
10 |
14 |
|
5 |
4 |
9 |
18 |
15 |
|
5 |
3 |
5 |
13 |
16 |
|
4 |
5 |
3 |
12 |
17 |
|
4 |
4 |
4 |
12 |
18 |
|
4 |
3 |
5 |
12 |
19 |
|
4 |
0 |
2 |
6 |
20 |
|
3 |
9 |
4 |
16 |
21 |
|
3 |
4 |
8 |
15 |
22 |
|
3 |
4 |
5 |
12 |
23 |
|
3 |
3 |
3 |
9 |
24 |
|
3 |
2 |
1 |
6 |
25 |
|
3 |
1 |
3 |
7 |
26 |
|
2 |
5 |
2 |
9 |
27 |
|
2 |
4 |
3 |
9 |
28 |
|
2 |
3 |
4 |
9 |
29 |
|
2 |
2 |
6 |
10 |
30 |
|
2 |
2 |
5 |
9 |
31 |
|
2 |
2 |
1 |
5 |
32 |
|
2 |
1 |
1 |
4 |
32 |
|
2 |
1 |
1 |
4 |
34 |
|
2 |
1 |
0 |
3 |
35 |
|
1 |
5 |
12 |
18 |
36 |
|
1 |
3 |
4 |
8 |
37 |
|
1 |
3 |
3 |
7 |
37 |
|
1 |
3 |
3 |
7 |
39 |
|
1 |
3 |
2 |
6 |
40 |
|
1 |
1 |
3 |
5 |
41 |
|
1 |
1 |
2 |
4 |
41 |
|
1 |
1 |
2 |
4 |
41 |
|
1 |
1 |
2 |
4 |
44 |
|
1 |
1 |
1 |
3 |
44 |
|
1 |
1 |
1 |
3 |
46 |
|
1 |
1 |
0 |
2 |
47 |
|
1 |
0 |
3 |
4 |
47 |
|
1 |
0 |
3 |
4 |
49 |
|
1 |
0 |
1 |
2 |
50 |
|
1 |
0 |
0 |
1 |
50 |
|
1 |
0 |
0 |
1 |
50 |
|
1 |
0 |
0 |
1 |
50 |
|
1 |
0 |
0 |
1 |
54 |
|
0 |
2 |
1 |
3 |
55 |
|
0 |
2 |
0 |
2 |
56 |
|
0 |
1 |
4 |
5 |
57 |
|
0 |
1 |
3 |
4 |
57 |
|
0 |
1 |
3 |
4 |
59 |
|
0 |
1 |
2 |
3 |
59 |
|
0 |
1 |
2 |
3 |
59 |
|
0 |
1 |
2 |
3 |
62 |
|
0 |
1 |
1 |
2 |
62 |
|
0 |
1 |
1 |
2 |
62 |
|
0 |
1 |
1 |
2 |
62 |
|
0 |
1 |
1 |
2 |
62 |
|
0 |
1 |
1 |
2 |
62 |
|
0 |
1 |
1 |
2 |
68 |
|
0 |
1 |
0 |
1 |
68 |
|
0 |
1 |
0 |
1 |
68 |
|
0 |
1 |
0 |
1 |
68 |
|
0 |
1 |
0 |
1 |
68 |
|
0 |
1 |
0 |
1 |
68 |
|
0 |
1 |
0 |
1 |
74 |
|
0 |
0 |
2 |
2 |
74 |
|
0 |
0 |
2 |
2 |
74 |
|
0 |
0 |
2 |
2 |
74 |
|
0 |
0 |
2 |
2 |
78 |
|
0 |
0 |
1 |
1 |
78 |
|
0 |
0 |
1 |
1 |
78 |
|
0 |
0 |
1 |
1 |
78 |
|
0 |
0 |
1 |
1 |
78 |
|
0 |
0 |
1 |
1 |
78 |
|
0 |
0 |
1 |
1 |
78 |
|
0 |
0 |
1 |
1 |
შენიშვნა - ოლიმპიურ ტაბლოში ქვეყნის შემდეგ მითითებულია მოპოვებული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და ბოლოს, ყველას ჯამური რაოდენობა.