ლონდონის ოლიმპიადის დასკვნით დღეს, 2 გამოცდილი ქართველი მოჭიდავე შეეცდება ოლიმპიური ოქროს დაუფლებას.
თავისუფლად მოჭიდავეთა შორის 66 კგ წონით კატეგორიაში გამოვა 34 წლის ოთარ თუშიშვილი, რომელიც 1/8-ფინალში უზბეკი იხტიორ ნავრუზოვთან დაპირისპირებით დაიწყებს სატურნირო ბადეში ასპარეზობას.
რაც შეეხება მედლისთვის ბრძოლის კიდევ ერთ რეალურ კანდიდატ, 32 წლის გიორგი გოგშელიძეს, იგი 96 კგ-იანებში იასპარეზებს და მისი პირველი მეტოქე ეგვიპტელი სალეჰ ემარა იქნება.
შეგახსენებთ, ქართველთა ლონდონური ნადავლი ასეთია - 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.