ქართველი, 60 კგ წონით კატეგორიაში თავისუფლად მოჭიდავე მალხაზ ზარქუა, 1/4 -ფინალში ამერიკელ კოელმან სკოტთან (ქულებით 0:8) დამარცხდა და ბრინჯაოსთვის ბრძოლის იმედი დაკარგა. მანამდე ზუგდიდის მკვიდრმა ქართველმა ფალავანმა, უკრაინელი ვასილ ფედორიშინი დაამარცხა (5:0).
ქართველი ფალავანის მძლეველმა სკოტმა, ფინალამდე ვერ გააღწია - იგი ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ტოლრელ ასგაროვთან დამარცხდა და ჩვენებურს მედლებისკენ გზა გადაეკეტა.
მასალის გამოყენების პირობები