თავისუფლად მოჭიდავეთა შორის 84 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი დავით მარსაგიშვილი, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებს. მან ოლიმპიადაზე დღევანდელი ასპარეზობა მონღოლ უიტუმენ ორგოდოლთან დამაჯერებელი მოგებით (16:5) დაიწყო. 1/4-ფინალში ჩვენებურმა პუერტორიკოელ იუსეპტ ესპინალთან წააგო (5:13) და იმის იმედად დარჩა, მისი დამმარცხებელი ფინალში გასულიყო, რათა ბრინჯაოსთვის ბრძოლა გაეგრძელებინა.
ქართველის საბედნიეროდ, ასეც მოხდა. ლათინოსი ფინალშია და იქ აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან შეეცდება ოქროსთვის წარმატებულ ასპარეზობას. მარსაგიშვილის ბრინჯაოს რეპეშაჟის გზა ნიგერიელ ენდრიუ ადიბო დიკზე გადის, რომლის დამარცხების შემდეგ იგი ბელარუს სოსლან გაციევთან გაარკვევს ურთიერთობას.
მასალის გამოყენების პირობები