11 აგვისტოს, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბოლოსწინა დღეს, საქართველოს დელეგაციიდან 3 სპორტსმენი იასპარეზებს. თავდაპირველად, სპორტული სიარულით 50 კმ-იან გზას გაუყვება ჩვენი ნაკრების პოლონელი წევრი მასიეჟ როსიევიჩი. იგი, კიდე 62 სპორტსმენთან ერთად, საქართველოს დროით 12:00 საათზე დაიწყებს ასპარეზობას და სავარაუდოდ 4 საათში დაასრულებს დისტანციას. ცნობისათვის, როსიევიჩის პირადი რეკორდი 3 საათი 55 წუთი და 48 წამი გახლავთ, წლეულს ნაჩვენები უმჯობესი შედეგი კი 4:04:24 გახლავთ.
თავისუფალ ჭიდაობაში ერთბაშად 3 სპორტსმენი დაიწყებს მედლებისთვის ბრძოლას. 60 კგ წონით კატეგორიაში მალხაზ ზარქუა დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას და 1/8-ფინალში მისი მეტოქე საკმაოდ ტიტულოვანი უკრაინელი ვასილ ფედორიშინი იქნება.
84 კგ-ში, ასევე მერვედფინალიდან შეუდგება ოლიმპიური ოქროსკენ მიმავალ გზას დავით მარსაგიშვილი. 21 წლის ქართველ ფალავანს მეტოქედ მონღოლი უიტუმენ ორგოდოლი ეყოლება.
კვალიფიკაციის პირველ ეტაპს გამოტოვებს 120 კგ-იანებში მოასპარეზე დავით მოძმანაშვილიც. მისი მეტოქე იქნება მექსიკელი ხესე რუის ფლორესი.
ყველა ქართველი მოჭიდავის ხვალინდელი სტარტი, საქართველოს დროით 16:30 საათისთვისაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები