თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა, 21 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, საქართველოს ოლიმპიურ ყულაბას ვერცხლის მედალი მიუმატა. 55 კგ წონით კატეგორიის მოჭიდავეთა ფინალში, ჩვენებურმა რუსეთის წარმომადგენელ ჯამალ ოტარსულთანოვთან ორ პერიოდში წააგო (ქულებით 3:5).
შეგახსენებთ გორელი ფალავანის მიერ ფინალამდე განვლილ გზას. მან
1/16-ფინალიდან დაიწყო ოლიმპიურ ტურნირზე ასპარეზობა, სადაც ეგვიპტელ
იბრაჰიმ ფარაგ მოჰამედის ქულებით 8:3 მოუგო. მერე იყო ბულგარელი მსოფლიოს
ჩემპიონი (2006) და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი
(2008) რადოსლავ ველიკოვი, რომელსაც მესამე პერიოდში მოპოვებული 4 „მშრალი"
ქულით
სძლია. 1/4-ფინალში ქართველის მეტოქე ინდოელი ამიტ კუმარი გახლდათ. ორ
პერიოდში, ისიც დამაჯერებლად (7:1) იქნა ძლეული. რაც შეეხება ფინალში
გასასვლელ პაექრობას, მასში გამოცდილ იაპონელი შინიჩი იუმოტო 3 პერიოდის
ჯამში იქნა დამარცხებული.