ამბროლაურის რაიონის სოფელ ჩორჯოს მცხოვრებლებმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სკოლის შეკეთებისთვის მადლობა გადაუხადეს.
"ჩვენი სოფლის ბავშვები ხის ამორტიზებულ სკოლაში დადიოდნენ. რაიონის ხელძღვანელობის და გუბერნატორის ძალისხმევით გარემონტდა ყოფილი კოლმეურნეობის შენობა და სკოლა იქ განთავსდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ამბროლაურის რაიონის სოფელ ჩორჯოს სკოლის დირექტორმა.
აღნიშნულ სკოლაში ამჟამად 30 ბავშვი სწავლობს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ კმაყოფილება სოფელში გზების ხრეშით მოპირკეთბის გამოც გამოთქვა.