ლონდონის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველებიდან კიდევ ერთი ფინალისტი გვყავს. 55 კგ წონით კატეგორიაში, 21 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, გამოცდილ იაპონელ მოჭიდავეს, შინიჩი იუმოტოს 3 პერიოდის ჯამში მოუგო.
ფინალური ორთაბრძოლა საქართველოს დროით 22:00 საათიდან გაიმართება და მასში ქართველი ფალავანის მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი ჯამალ ოტარსულტანოვი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები