დავით ხუციშვილმა, რომელიც ოლიმპიადაზე 74 კგ წონით კატეგორიაში ჭიდაობს, მეოთხედფინალური პაექრობა რუსეთის წარმომადგენელ, გუდაუთაში დაბადებულ დენის ცარგუშთან წააგო. ეს უკანასკნელი მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა, მეტოქეს ორ პერიოდში ვერცერთი ქულა ვერ აართვა (0:5) და საქმე ისე „მოიწყო", მისთვის ნახევარფინალში უნდა ექომაგა. ცაგუშმა, ჩვენდა სამწუხაროდ, ფინალში გასასვლელი პაექრობა ამერიკელ ერნესტ ბუროუგჰზთან წააგო და ხუციშვილმაც ბრინჯაოს რეპეშაჟში ასპარეზობის შანსი დაკარგა.
მასალის გამოყენების პირობები