ოლიმპიადის თავისუფლად მოჭიდავეთა უმჩატეს (55კგ) წონაში მოასპარეზე ქართველი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნახევარფინალში გავიდა. მან ინდოელი ამიტ კუმარი ორ პერიოდში, ქულებით დამაჯერებლად (7:1) დაამარცხა.
ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში, ქართველი ფალავანი 27 წლის იაპონელ შინიჩი იუმოტოს დაუპირისპირდება.
მასალის გამოყენების პირობები