უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე მესამე ადგილზე გასული სერგეი ტიგიპკო რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების წინააღმდეგია.
"მე წინააღმდეგი ვარ, რომ რუსული ენა მეორე სახელმწიფო ენა გახდეს. ამის მიზეზი ნათელია. ეს გამოიწვევს ძალიან დიდ წინააღმდეგობას უკრაინაში და დიდ პოილარიზაციამდე მიგვიყვანს. ამას ვერასდროს გაიგებენ დასავლეთ უკრაინაში. ჩვენ გვექნება კოლოსალური შიდა კონფლიქტი", _ აცხადებს ტიგიპკო.
ამავდროულად იგი მიიჩნევს, რომ ენის პრობლემა ადვილად გადასაწყვეტია იმ შემთხვევაში თუ ამ საკითხების გადაჭრა რეგიონებს მიენდობათ.
"ეს შესაძლოა იყოს რეგიუონალური რეფერენდუმი, შესაძლოა, რაიმე სხვა ფორმა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება იქნება ორენოვანი: "არ გეცოდინება უკრაინული ენა, ხელისუფლებიდან დაგითხოვენ. სკოლებში უკრაინული ენა იქნება სავალდებულო, რათა 10-15 წელში მოიხსნას ეს პრობლემა", _ განაცხდაა ტიგიპკომ.